08 ოქტომბერი 2024,   20:49
ვრცლად
კოსოვოს პარლამენტში ოპოზიციამ კვლავ ცრემლსადენი გაზი გაუშვა

კოსოვოს პარლამენტში ოპოზიციამ კვლავ ცრემლსადენი გაზი გაუშვა. დეპუტატებმა, რომლებიც სერბი უმცირესობისთვის ავტონომიის გაფართოების გეგმას აპროტესტებდნენ, სხდომა ჩაშალეს.

მათ დილიდან ტრიბუნაც დაიკავეს და პარლამენტის თავმჯდომარეს სესიის დაწყების საშუალება არ მისცეს.

კოსოვოს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის დეპუტატებმა ცრემლსადენი გაზი უკვე მეორედ გაუშვეს. პირველი შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. მაშინ ორმა პარლამენტარმა გონება დაკარგა, ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს კი სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

დღის ამბები