15 აგვისტო 2026,   23:50
ვრცლად
ავარია კახეთში - დაიღუპა ტაქსის მძღოლი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ტაქსის მძღოლია, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა. დაშავებულია ერთი მგზავრი.

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები