კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ყვარელში, გურამიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ყვარლის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 4 121 008 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში დაიგება 2,0 კილომეტრიანი გზის ორფენიანი ასფალტის საფარი, მოეწყობა დახურული სანიაღვრე არხები და საფეხმავლო ბილიკები.
ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს გზის მოსწორებისა და დახურული არხების მოწყობის სამუშაოები.