საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "რადიკალური ოპოზიციის" ლიდერები თავდასხმის რისკის ქვეშ არიან. მისივე თქმით, ეს საფრთხე განსაკუთრებით მათ ემუქრებათ, ვისზე თავდასხმაც ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული.
"უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით, ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება," - აცხადებს პრემიერი.