16 სექტემბერი 2024,   01:18
ვრცლად
დედამიწის ატმოსფეროს ასტეროიდი შეეჯახება - CNN

დედამიწის ატმოსფეროს, დაახლოებით 1 მეტრიანი ასტეროიდი შეეჯახება. შეჯახება ფილიპინების თავზე, კუნძულ ლუზონთან ახლოს რამდენიმე საათში მოხდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კოსმოსურმა სააგენტო Catalina Sky Survey-მა, ობიექტი სახელად CAQTDL2 დღეს დილით აღმოაჩინა.

კოსმოსური სააგენტოს განმარტებით, დაახლოებით 1 მეტრის სიდიდის ასტეროიდები დედამიწას დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ ეჯახება, თუმცა მათი დედამიწასთან შეჯახებამდე შემჩნევა ძალიან იშვიათად ხდება.

დღის ამბები