05 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
"45 წუთში 5000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა" - 21 სექტემბერს, თბილისში ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების დაპირისპირება შედგება

თბილისში, მსოფლიო ვარსკვლავების მატჩი გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს, ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების დაპირისპირება შედგება.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდები შეხვდებიან.

ვარსკვლავური მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყო. საქართველოში ლეგენდების მატჩი ერთხელ უკვე გაიმართა. ბათუმის არენაზე მილანის "ინტერის" ვეტერანმა ფეხბურთელებმა ითამაშეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, მატჩის მიმართ ქომაგების ინტერესი ძალიან დიდია.

"ძალიან მნიშვნელოვანია ინტერესი, რომელიც 12:00 საათიდან, ბილეთების გაყიდვის შემდეგ გამოიკვეთა. პირველ 45 წუთში 5000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა. მინდა, მოვუწოდო ქართველ გულშემატკივარს, ის ფეხბურთელები, რომლებიც წლების განმავლობაში ახარებდნენ მათ, მხარი დაუჭირონ. საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე იქნება მილანი. ძლიერი და ვარსკვლავური შემადგენლობით გვესტუმრება - კაკა, კაფუ, ზეედორფი და ყველა ის ვარსკვლავი, რომელიც მილანისა და ქართული ფეხბურთის ქომაგებს უყვარდათ. კახა კალაძესთან ერთად, ორჯერ მოიპოვეს ჩემპიონთა ლიგა. ჩვენი გუნდიც ძლიერი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა დავით მუჯირმა.

დღის ამბები