16 სექტემბერი 2024,   19:05
ვრცლად
ძალიან გრძელი გზა არის მსოფლიო ჩემპიონატამდე, ვნახოთ, როგორ გავართმევთ თავს, ოცნებას ვაგრძელებთ - გურამ კაშია

საქართველო-ჩეხეთის დაპირისპირებამდე, ფეხბურთელა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილიო სანიოლიმ საგურამოში პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც "ჯვაროსნების" კაპიტანი, გურამ კაშია ესწრებოდა და ერთა ლიგაზე ჩეხეთთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც კაშია ამბობს, გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და დიდი იმედი აქვს, რომ თამაშში მაქსიმუმს ჩადებენ.

"ყოველი ოცნების შემდგომ ახალი ოცნება გაქვს და ჩემთვისაც, რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა იქნება საოცრება. ვფიქრობ, რომ ჩვენს გუნდს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ეს პოტენციალი უნდა ვანახოთ. ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელიც მსოფლიო დონის ფეხბურთელები არიან და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. ძალიან გრძელი გზა არის მსოფლიო ჩემპიონატამდე და ვფიქრობ ურთულესი. ვნახოთ, როგორ გავართმევთ თავს. ოცნებას ვაგრძელებთ," - ამბობს გურამ კაშია.

დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

 

დღის ამბები