08 ოქტომბერი 2024,   20:42
ვრცლად
მოლდოვის ყოფილი პრემიერმინისტრი დააკავეს - ის პარლამენტის შენობიდან ხელბორკილებით გაიყვანეს

მოლდოვის ყოფილი პრემიერმინისტრი, ვლად ფილატი, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს. ყოფილი მაღალჩინოსანი ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის მითვისებაშია ეჭვმიტანილი.

როიტერი წერს, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი პარლამენტის შენობიდან ხელბორკილებით ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა გაიყვანეს. ფილატის სახლში და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა.

მოლდოვას პარლამენტის გადაწყვეტილებით, ფილატს ასევე სადეპუტატო ხელშეუხებლობა ჩამოართვეს.

ვლად ფილატი ყველა ბრალდებას უარყოფს.

დღის ამბები