14 ოქტომბერი 2024,   03:51
ვრცლად
არჩევნებამდე 48 დღე რჩება - ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია

არჩევნებამდე 48 დღე რჩება, წინასაარჩევნო კამპანია კი ქვეყანაში აქტიურ ფაზაშია. პარტიები რეგიონებში ამომრჩევლებს ხვდებიან.

"პრინციპული არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის" - მმართველმა პარტიამ საკუთარი გზავნილები მოსახლეობას ამჯერად სამცხე-ჯავახეთში გააცნო. ახალციხეში პარტიის საპატიო თავმჯდომარემ მიმართა მოსახლეობას - ყურადღება გამახვილდა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე და რამდენიმე პირობაც დაიდო.

საუბარია 4 პუნქტზე, რომელზეც "ქართული ოცნება" წინა საარჩევნო კამპანიის დროს, რეგიონებში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს საუბრობს.

"ქართული ოცნება" მშვიდობის, კეთილდღეობისა და საქართველოს ღირსეული, ევროპული მომავლის ერთადერთი გარანტი იქნება" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები