საქართველოს რეგიონების შემდეგ, ავსტრიის კამერულმა ორკესტრმა თბილისში დაუკრა. "არპეჯიონეს" კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგა.
ღონისძიება ქართველი კომპოზიტორის, ოთარ თაქთაქიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა და მისი მხარდამჭერი საქართველოს კულტურის სამინისტროა.
შესრულდა მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა, მათ შორის, თაქთაქიშვილის კონცერტი ნომერი 2 ვიოლინოსა და ორკესტრისთვის.