12 ოქტომბერი 2024,   00:11
ვრცლად
პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშები დასრულებულია - ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები საქართველოში დაბრუნდა

პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშები დასრულებულია - ქართველი სპორტსმენების ნაწილი სამშობლოში უკვე დაბრუნდა. მათ შორის, არის ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებიც.

9 მედლიდან ერთი საქართველოს სპორტის ამ კატეგორიაში აქვს. ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაო მიიღო. საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა პარიზის პარალიმპიადაზე ასპარეზობა რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა: ჩვენებს 4 მედალი - აქედან 3 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ძიუდოში აქვთ.

საუკეთესო შედეგი აჩვენა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ - ის ჩემპიონი გახდა. ბრინჯაოს მედალს დასჯერდა 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე.

საქართველოს ნაკრებს პარალიმპიადის ბოლო დღეს კიდევ ერთი ბრინჯაო შემატა პარაწოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძემ.

დღის ამბები