08 ოქტომბერი 2024,   20:51
ვრცლად
აშშ-მ ავღანეთიდან ჯარის გაყვანის ვადებს გადახედა

ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანის ვადებს გადახედა. ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით 9 ათას 800–სი ჯარისკაცი ავღანეთში 2016 წლის ბოლომდე დარჩება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის საკუტარი გადაწყვეტილება განმარტა და აღნიშნა, რომ ავღანეთის შეიარაღებულ ძალები არ არის საკმარისად ძლიერი რომ არსებულ საფრთხეებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს.

ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას პენტაგონის ხელმძღვანელმაც დაუჭირა მხარი. თავდაცვის უწყებაში იმედი გამოთქვეს, რომ ამერიკის მოკავშირეები დამატებით კონტინგენტებს გამოჰყოფენ და ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.

დღის ამბები