12 ოქტომბერი 2024,   00:56
ვრცლად
კეზერაშვილთან მიმართებაში გვინახავს არაერთი ბრიფინგი, რომ ეს ადამიანი იყო დამნაშავე, მაგრამ ყველა ეს ბრალდება აღმოჩნდა ტყუილი - ირაკლი ნადირაძე

საქართველოს პროკურატურის მიერ, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნის ფაქტს, სადაც კვლავ დავით კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს, ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, კეზერაშვილის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გაკეთებულა, თუმცა ყველა ბრალდება ტყუილი აღმოჩნდა.

"კეზერაშვილთან მიმართებაში გვინახავს არაერთი ბრიფინგი, რომ ეს ადამიანი იყო დამნაშავე, მაგრამ ყველას ეს ბრალდება აღმოჩნდა ტყუილი. კეზერაშვილს ებრძვიან, მათ შორის, იმიტომ, რომ ეს ადამიანი მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ის იყო ერთ-ერთი ძალიან კარგი ოპოზიციური არხის მხარდამჭერი, საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ეს ყველაფერი ძალიან აწუხებს, ამიტომ, მორიგ ჯერზე ცდილობს ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ პროპაგანდის ნაწილში გადაყვანას", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

"საქართველოსთვის" წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ქოლცენტრების საკითხი არის მულტინაციონალური დანაშაული, შესაბამისად, როდესაც კეზერაშვილს ბრალი დაუდგინდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

"ეს ქოლცენტრები არის საერთაშორისო დანაშაული, უამრავი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი, ამიტომ როცა ბრალი დაუდგინდება და წარედგინება, აუცილებლად მოხდება შესაბამისად რეაგირება საერთაშორისო ორგანოების მიერ. დრეს ეს არის უბრალოდ ბუტაფორია. დაიჭირონ კეზერაშვილი, შექმნან შესაბამისი ქოლცენტრების საგამოძიებო კომისია პარლამენტში, რატომ არ ქმნიან?! რატომ არ წარუდგინეს ბრალი კეზერაშვილს ", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დღის ამბები