12 ოქტომბერი 2024,   01:24
ვრცლად
შემცირებული მანძილი და გადაადგილებისთვის საჭირო ნაკლები დრო - ახალი სატრანსპორტო კვანძი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს მიხეილ თამარაშვილის ქუჩასთან აკავშირებს

ახალი სატრანსპორტო კვანძი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს მიხეილ თამარაშვილის ქუჩასთან აკავშირებს. შემცირებული მანძილი და გადაადგილებისთვის საჭირო ნაკლები დრო - "კურიერის" რესპონდენტები ამბობენ, რომ მოწესრიგებული გზაზე ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა გადადგილებას უფრო მეტად გაამარტივებს.

ახალი გზის რეაბილიტაცია განსაზღვრულ ვადაზე ადრე, ორ თვე-ნახევარში დასრულდა. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი პირადად გეცნო. კახი კალაძის თქმით, ახალი სატრანსპორტო კვანძი თბილისში ავტომობილების გამტარუნარიანობას გაზრდის.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სამუშაოები კომპანია "სმარტ სოლუშენმა" განახორციელა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ორი პანდუსი, ტროტუარები, ასევე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი.

პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონი 700 ათასი ლარით დაფინანსდა. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე გამწვანებით სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები