14 ოქტომბერი 2024,   02:52
ვრცლად
ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ ის თამაში, რაც იყო ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ - ძალიან რთული თამაში იქნება - ვილი სანიოლი ალბანეთთან მატჩზე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მორიგი მატჩის გასამართად ემზადება. თბილისში, ჩეხებთან მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი, 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ქართველ ფეხბურთელებთან ერთად, ალბანეთის დედაქალაქში "კურიერის" გადამღები ჯგუფი იმყოფება.

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ვილი სანიოლის წინასამატჩო პრესკონფერენცია, ახლა კი ფეხბურთელები ვარჯიშობენ. მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრა. ვილი სანიოლის თქმით, ის გუნდს ყოველთვის მაქსიმუმის გაკეთებისკენ მოუწოდებს და მიზანი სწორედ ის იქნება, რაც საქართველოს ნაკრებმა თბილისში გამართულ თამაშში ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გააკეთა.

"ჩვენ კარგად ვიცნობთ ალბანეთის ნაკრებს, მითუმეტეს მათთან ნათამაშები გვაქვს ამხანაგური შეხვედრა, რომელიც ფრედ დასრულდა. მე ყოველთვის მოვუწოდებ ჩემს ფეხბურთელებს, რომ მაქსიმუმი გააკეთონ, ნებისმიერ შეხვედრაში. ამ შემთხვევაშიც, ჩვენი მიზანია, რომ ვაჩვენოთ ის თამაში, რაც იყო ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ალბანეთის ნაკრების სათავეში ეს მწვრთნელი მოვიდა, გუნდმა საგრძნობლად გააუმჯობესა თამაშის ხარისხი. ასე რომ, ძალიან რთული თამაში იქნება,“ - განაცხადა ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები