22 დეკემბერი 2024,   09:24
ვრცლად
ვეცდები, ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ ძალიან მაგარ გუნდს - გენო პეტრიაშვილი

გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მე-10 ნომრად დასახელდა, რის შემდეგაც სპორტსმენმა განაცხადა, რომ ის, "ქართული ოცნების" გუნდთან ერთად, შეეცდება, ბევრი კარგი საქმე გააკეთოს:

"როგორც გენო პეტრიაშვილმა, ძალიან ბევრი მაგარი ემოცია შევძინე ჩვენს გულშემატკივარს, რაც შემეძლო. ახლაც ვეცდები, ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ ძალიან მაგარ გუნდს. ვეცდები, ჩვენს გუნდთან ერთად, ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთოთ, ახალგაზრდებისთვის, სპორტსმენებისთვის, ჩემი დევნილებისთვის, რაზეც ყველაზე მეტად მტკივა გული და ზოგადად - ჩვენი ქვეყნისთვის,"- აცხადებს ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” სიის მეათე ნომერი გენო პეტრიაშვილი.

მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცოტა ხნის წინ წარადგინა. სიის სათავეში, პირველ ნომრად, ბიძინა ივანიშვილია. სიის ოცეულში, პოლიტიკოსებთან და ახალ სახეებთან ერთად, გენო პეტრიაშვილის გარდა, კიდევ ერთი სპორტსმენი - ლაშა ტალახაძეა.

არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

დღის ამბები