14 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
გვაქვს ამბიცია, რომ 100-ზე გაცილებით მეტი ადამიანი მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით პარლამენტში - მამუკა მდინარაძე

გვაქვს ამბიცია, რომ 100-ზე გაცილებით მეტი ადამიანი მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით პარლამენტში, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"გვაქვს ამბიცია, რომ 100-ზე გაცილებით მეტი ადამიანი მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით პარლამენტში, იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი საზოგადოების მხარდაჭერა და განწყობა მმართველი პარტიისადმი ასეთია.

ეს ამბიცია გვაქვს და ეს ამბიცია ამ ქვეყანას გამოადგება იმაში, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში მიიღებოდეს და არა საქართველოს გარეთ, ვიღაც დავალებების მიმცემი ადამიანების მიერ," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის სათავეში, პირველ ნომრად, ბიძინა ივანიშვილია. სიის ოცეულში არიან სპორტსმენებიც - მე-7 ნომრად ლაშა ტალახაძე; მე-10 ნომრად კი გენო პეტრიაშვილი.

არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

დღის ამბები