21 დეკემბერი 2024,   19:35
ვრცლად
ეს 14 მილიარდი მართლა არსად არ არსებობს, ასეთი დახმარება არავის არ მიუღია, შესაბამისად, ეს არის მორიგი ტყუილი, რასაც ისინი ავრცელებენ - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" 14 მილიარდიან დაპირებას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი ტყუილებით ისინი ფონს ვერ გავლენ.

კობახიძის თქმით, ერთადერთ რეალურ დაპირებას ქართველი ხალხი პირველ ოქტომბერს იხილავს, როდესაც "ქართული ოცნება" საარჩევნო პროგრამას წარადგენს.

"ეს 14 მილიარდი მართლა არსად არ არსებობს. ეკონომიკის კუთხით თუ ავიღებთ, ჩვენი ზომის ევროკავშირის წევრ ქვეყანას, დაახლოებით, 500 მილიონ დოლარამდე შეადგენს ყოველწლიური დახმარება. 14 მილიარდი დოლარი არ არსებობს არსად. ასეთი დახმარება არავის არ მიუღია, შესაბამისად, ეს არის მორიგი ტყუილი, რასაც ისინი ავრცელებენ.

თავიდან ავრცელებდნენ ტყუილ დაპირებას - 500 ევრო პენსია. იმდენად უხეში ტყუილი იყო, რომ რამდენიმე დღეში თვითონვე წაიღეს უკან ეს დაპირება. პენსიის ზრდა დამოკიდებულია ეკონომიკის ზრდაზე და ვინც ოდნავ ერკვევა ეკონომიკაში, შეიძლება დაბეჯითებით დაგვეთანხმოს იმაში, რომ 500 ევრო პენსია არის ტყუილი, რასაც ისინი აწვდიდნენ საზოგადოება. ასეთი ტყუილებით ეს ადამიანები ფონს ვერ გავლენ.

ჩვენ ვიქნებით ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებზე, რომელიც შესთავაზებ ამომრჩეველს, ერთდროულად, თან ამბიციურ, თან განხორციელებად დაპირებებსა და გეგმებს. ამას იხილავს საზოგადოება პირველ ოქტომბერს, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ძალა წარადგენს საარჩევნო პროგრამას", - განაცხადა ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები