18 სექტემბერი 2024,   14:47
ვრცლად
დაპირისპირება ქუთაისში - "ქართულ ოცნებაში" ინციდენტს წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ ხელის შეშლად აფასებენ

დაპირისპირება ქუთაისში - "ქართული ოცნების“ ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დიმიტრი კვანტალიანი მმართველი პარტიის შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა. შემთხვევის ამსახველი ვიდეოსოციალურ ქსელში თავად კვანტალიანმა გაავრცელა.

"ნაციონალური მოძრაობის" ზონის უფროსმა, "ფეისბუკზე" პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ავტოქარხანაში "ქართული ოცნების" შეხვედრაზე არ შეუშვეს და გადაღების შესაძლებლობა არ მისცეს. 

"ქართულ ოცნებაში" ინციდენტს წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ ხელის შეშლად აფასებენ. აცხადებენ, რომ ყველა დარღვევას და მსგავს ფაქტს დააფიქსირებენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისთვის გადაუგზავნიან. 

"ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური ზონდერ გამოხტომა, რაც ახასიათებს და ბუნებაა " კოლექტიური ნაცმოძრაობის". ჩვენ ამას ცივილიზებულად მივუდგებით, კანონისმიერად, მათ შორის, წინასაარჩევნო პროცესის თანახმად ავსახავთ ამას ჩვენს რეპორტებში და გადავუგზავნით ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, დავაკვირდებით ექნებათ თუ არა, მათ ამაზე რეაგირება,"- აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

 

დღის ამბები