08 ოქტომბერი 2024,   20:53
ვრცლად
ქართული იუსტიციის სახლის ანალოგი დღეს ოდესაში გაიხსნა

პეტრო პოროშენკომ და მიხეილ სააკაშვილმა დღეს ოდესაში უკრაინაში პირველი "მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი" გახსნეს. ქართული იუსტიციის სახლის უკრაინული ანალოგი ქართველი სპეციალისტების დახმარებით შეიქმნა.

ქვეყნის პირველ პირს ოდესის გუბერნატორმა პირადად უმასპინძლა. პეტრო პოროშენკომ ოდესას ევროპული რეფორმების და კორუფციასთან ბრძოლის სიმბოლოც უწოდა.

„ოდესის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი არის კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის და ევროპელობის სიმბოლო. ის რაც 24 წელიწადი ვერ გაკეთდა მთელს უკრაინაში, აქ ოდესაში რამდენიმე თვეში მოხერხდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მიხეილ სააკაშვილს,“ - აცხადებს პეტრო პოროშენკო.

მიხეილ სააკაშვილმა კი ცენტრის გახსნაზე წლის ბოლოს ახალი მილიციის მომსახურების ცენტრის გახსნა დაანონსა და თქვა, რომ ახალ ცენტრში ოდესის მაცხოვრებლებს რიგის გარეშე შეეძლებათ მართვის მოწმობისა და საავტომობილო ნომრების აღებას. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მალე ოდესის პორტში ახალი საბაჟო ტერმინალი გაიხსნება.

დღის ამბები