ხვალ ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე ძალას, რომ მოლაპარაკებები გაიმართოს - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ორ მხარეს - "გაერთიანება ძლიერი საქართველო" და "გახარია საქართველოსთვის" - შერიგებისკენ მოუწოდებს.
"საქართველოს ისტორიის გარდამტეხი არჩევნების დღე გვიახლოვდება და მოქალაქეებმა უნდა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა, თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეს არჩევანი ჩვენი პასუხისმგებლობაა. მე ხელს შევუწყობ ყველა პროევროპულ ძალას - ამისთვის შეიქმნა ქარტია.
ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანი უნდა გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ამომრჩეველი ელოდება. მე ამისი მჯერა და ამიტომ მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში.
გადაწყვეტილება "გაერთიანება ძლიერი საქართველო" და "გახარია საქართველოსთვის" მათ ხელშია და ვიმედოვნებ, რომ შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რაც ამომრჩეველს მეტ ძალის განცდას მისცემს.
მივესალმები მამუკა ხაზარაძის მზაობას და ვიცი, რომ არსებობს გახარიას მხრიდან.
ხვალ ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე ძალას, რომ მოლაპარაკებები გაიმართოს," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.