13 ოქტომბერი 2024,   03:02
ვრცლად
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, წინწყაროსა და ფარცხისში, ორი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ბაღი კეთილმოეწყო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, წინწყაროსა და ფარცხისში ორი, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ბაღის კეთილმოწყობა მოხდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ორივე ბაღის შენობა ჯამში 255 აღსაზრდელის მიღებას შეძლებს, ისინი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვისაც. სამუშაოებში ჯამურად შვიდ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

"ვიმყოფებოდით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც ორი ახალი საბავშვო ბაღი გავხსენით, რომელიც მუნიციპალური ფონდის დაკვეთით განხორციელდა. საბავშვო ბაღები, რომლის მშენებლობაც განხორციელდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი არის. ასევე, ქვემო ქართლის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაცია საბავშვო ბაღების. დაახლოებით 40-ზე მეტი საბავშვო ბაღი არის, რომელიც რეაბილიტაციის ეტაპზე არის," - აცხადებს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი.

დღის ამბები