21 დეკემბერი 2024,   21:14
ვრცლად
"ახალი ქალაქი დიდი ისტორიით" - ამ სლოგანით რუსთავის მერიამ ქალაქის ბრენდირება დაიწყო

"ახალი ქალაქი დიდი ისტორიით" - ამ სლოგანით რუსთავის მერიამ ქალაქის ბრენდირება დაიწყო. რუსთავის მერმა, რუსთავის მაიდენტიფიცირებელი ახალი ფერთა გამის, ლოგოტიპის და სლოგანისგან შემდგარი პრეზენტაცია წარმოადგინა. ქალაქის ახალი ლოგოტიპი, რუსთავის სახელწოდების პირველი ასოა, რომელიც ექსკლუზიური კალიგრაფიული ფორმითაა შესრულებული და რუსთავის გერბზე გამოსახული უძველესი ციხის ასოციაციას ტოვებს.

პროექტის მიზანი ქალაქის უძველესი ისტორიის გაცოცხლება.

დღის ამბები