19 სექტემბერი 2024,   08:51
ვრცლად
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმის ოლქზე მასირებული საჰაერო თავდასხმა განახორციელეს

უკრაინაში ომი გრძელდება, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმის ოლქზე მასირებული საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. რეგიონში დაზიანებულია ენერგეტიკული და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

დრონებით მასიური იერიში განხორციელდა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც. ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქიც დაბომბეს, დაშავდა 2 მოქალაქე.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფრონტზე ბოლო 24 საათის განმავლობაში 153 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ბრიტანული მედია "თაიმსის" ცნობით გაერთიანებული სამეფო ამერიკის შეერთებული შტატების თანხმობის გარეშე უკრაინას არ მისცემს უფლებას რუსეთის ტერიტორიაზე შორი დისტანციური იარაღი გამოიყენოს.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ დანია უკრაინას "F-16" ტიპის თვითმფრინავებს წლის ბოლომდე მიაწვდის.

დღის ამბები