19 სექტემბერი 2024,   08:46
ვრცლად
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ვაზიანისა და ქსოვრისის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. ისაუბრეს არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების მნიშვნელობაზე, ასევე მშვიდობიანი განვითარების იმ გზაზე, რომელსაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გადის. შეხვედრას ესწრებოდნენ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - გივი გიუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ელოშვილი, ასევე პარტიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

დღის ამბები