თბილისსა და ბაკურიანში ზამთრის ოლიმპიადისთვის ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის მოედანს და 3,5 კმ სიგრძის ტრასას, თბილისში კი ყინულის სასახლეს აშენებს.
ხელოვნური გათოვლიანებისთვის ეწყობა წყალმომარაგებისა და ელექტრო სისტემები. სამუშაოები ორივე პროექტზე წლის ბოლოს დასრულდება.