16 აგვისტო 2026,   10:03
ვრცლად
სარფში საავტომობილო გზაზე კლდიდან ქვის ლოდები ჩამოიშალა - ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილს დაეცა

სარფში, ცენტრალური გზის საავტომობილო მონაკვეთზე გზაზე კლდიდან ქვის ლოდები ჩამოიშალა.

ქვის დიდი ლოდი სატვირთო ავტომობილს დაეცა, საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა სატვირთო ავტომობილი.

მომხდარის გამო ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო, ამ დროისთვის, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

დღის ამბები