21 დეკემბერი 2024,   20:15
ვრცლად
კორუფციის არარსებობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კი ლიდერობს

მსოფლიო ბანკის "გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა" კორუფციის არარსებობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც "მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის" 11-წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება. კორუფციის არარსებობის შეფასების 100%-იანი სისტემით, საქართველომ 68% დაიმსახურა და, ლატვიასთან და მალტასთან ერთად, თანაბარი შეფასებით, ევროპის საუკეთესო ოცეულში - 18-ე ადგილზე, მსოფლიოში კი 29-ე პოზიციაზე გავიდა.

ინდექსის მიხედვით, ირკვევა, რომ საქართველო კორუფციის არარსებობით უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას, ევროკავშირისა და ნატოს 14 წევრს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს: იტალიას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბოსნოა ჰერცოგოვინას, მოლდოვასა და უკრაინას.

საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში და ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

დღის ამბები