08 ოქტომბერი 2024,   21:15
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი ISIS-ის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს

დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს რიგებში რუსეთიდან და სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან 7 ათასამდე ადამიანი იბრძვის.

ამის შესახებ განცხადება ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთში გამართულ დსთ-ის სამიტზე გააკეთა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს მებრძოლები, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ.

მისივე შეფასებით, არეულობა ავღანეთიდან შესაძლოა, ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც გავრცელდეს.

შეხვედრის მონაწილეები კრიზისის შემთხვევაში ბლოკის საზღვრების დასაცავად ერთობლივი ძალის შექმნაზეც შეთანხმდნენ. 

დღის ამბები