08 ოქტომბერი 2024,   21:13
ვრცლად
აშშ-სა და რუსეთს სირიასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ - ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა სირიის კრიზისთან დაკავშირებით რუსეთთან უთანხმოებაზე საუბრობს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდებს, კონცენტრირება ისლამურ სახელმწიფოსთან მოახდინოს და არა ოპოზიციურ ჯგუფებთან ბრძოლაზე.

ბარაკ ობამას თქმით, ერთადერთი საკითხი, რომელზეც მხარეების პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა, სირიის საჰაერო სივრცეში ინციდენტების თავიდან აცილებაა.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა მოსკოვის შეთავაზებაზე, ერთად იზრუნონ სირიაში ჩამოგდებული თვითმფრინავების ეკიპაჟის გადარჩენაზე. 

დღის ამბები