19 სექტემბერი 2024,   16:32
ვრცლად
არღვევს თუ არა მარიხუანას მოხმარება შვილოსნობის ფუნქციას - ზაზა თელიას განმარტება

დერმატო-ვენეროლოგმა, მედიცინის დოქტორმა ზაზა თელიამ, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო", მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე ისაუბრა.

როგორ მოქმედებს მარიხუანას მოხმარება რეპროდუქციულ სისტემაზე?

"უნაყოფობა, უშვილობა... მარიხუანას მოხმარება რეპროდუქციულ სისტემაზეც მოქმედებს. ასევე, იწვევს ბავშვის განვითარების შეფერხებას როგორც მუცლადყოფნის პერიოდში (თუ ორსული ქალბატონი გამოიყენებს მარიხუანას, რადგან , პლაცენტის გავლით, ხვდება მუცლადმყოფი ბავშვის ორგანიზმში); ასევე - ლაქტაციის პერიოდში, რძის გავლით, იღებს ბავშვი [ნივთიერებას].

მაღალი ხარისხის სამედიცინო მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ მარიხუანას ხანგრძლივი მოხმარება იწვევს იმპოტენციასა და ერექციულ დისფუნქციებს,"- განაცხადა ზაზა თელიამ.

დღის ამბები