19 სექტემბერი 2024,   15:43
ვრცლად
"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა მთაწმინდაზე, ლადო-ალექსი მესხიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.

დელეგატის თქმით, მოსახლეობა გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ "ქართული ოცნების" მთაწმინდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - დავით კირკიტაძე, საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი - ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გიგა ახვლედიანი.

დღის ამბები