19 სექტემბერი 2024,   16:36
ვრცლად
ვწუხვარ ძალიან და შეურაცხყოფილი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გარე ძალების მარიონეტია - ბექა ოდიშარია

ახალი ოპოზიციური ერთობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს მოვისმენთ - გაერთიანებაზე გიორგი გახარია გუშინვე თანახმა იყო, მამუკა ხაზარაძე კი დილიდან გუნდში კონსულტაციებს მართავს. მან, საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, ერთდღიანი ვადა ითხოვა.

არ არის გამორიცხული, დღეს ისევ ორბელიანების სასახლეში შეიკრიბონ, გუშინ პრეზიდენტის მედიაციით შეთანხმება ვერ შედგა.

ახალ ოპოზიციურ ალიანსს "ქართული ოცნება" არასერიოზულად აღიქვამს და ერთობის იდეას 5%-იან ბარიერს უკავშირებს.

"პრეზიდენტის როლი გაცხადებულად არის კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა მე მეცოდება ის, რადგანაც მას არავინ ეკითხება ამ როლის შესრულებას, მას ეს დავალება აქვს. მე უბრალოდ ვწუხვარ ძალიან და შეურაცხყოფილი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გარე ძალების მარიონეტია. ის არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ასრულებს უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს, თითქოს მედიატორობს.

ხალხი, როდესაც ერთმანეთს აგინებს დედას და ერთმანეთს აყენებს უკიდურეს შეურაცხყოფებს, შემდეგ მათი ერთობის პატარა ბავშვსაც არ სჯერა.

კი ბატონო, გაერთიანდნენ, ისედაც ეს იყო, რომ მძიმე ქვა პოლიტიკურ ბადეში და ქვას რომ ქვა დაემატება, რა ფსკერზეც აღმოჩნდებიან, ამას ვნახავთ 26 ოქტომბერს,"- აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

დღის ამბები