19 სექტემბერი 2024,   16:29
ვრცლად
"გახარია დღემდე იმყოფება პოლიტიკურ ქორწინებაში "ნაციონალურ მოძრაობასთან", ახლა შესაძლოა ხაზარაძემ დაიწუნოს და უთხრას - ჯერ იქ განქორწინდი და მერე ჩემთან დაქორწინდიო" - გურამ მაჭარაშვილი

ახალი ოპოზიციური ერთობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს მოვისმენთ - გაერთიანებაზე გიორგი გახარია გუშინვე თანახმა იყო, მამუკა ხაზარაძე კი დილიდან გუნდში კონსულტაციებს მართავს. მან, საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, ერთდღიანი ვადა ითხოვა.

არ არის გამორიცხული, დღეს ისევ ორბელიანების სასახლეში შეიკრიბონ - გუშინ, პრეზიდენტის მედიაციით, შეთანხმება ვერ შედგა.

ახალ ოპოზიციურ ალიანსს მმართველი გუნდი არასერიოზულად აღიქვამს და ერთობის იდეას 5%-იან ბარიერს უკავშირებს. "ხალხის ძალაში" ამბობენ, რომ ჯერ კიდევ თვეების წინ საუბრობდა უცხოური ძალის მცდელობაზე ორი დაპირისპირებული პოლიტიკოსის გაერთიანებაზე.

"ორივე ფეხებს აბაკუნებდა და ამბობდა, ცალკე გადავლახავათ 5%-სო, ახლა კი მაინც მოუწიათ პოლიტიკური ქორწინება. ჩვენ ვამბობდით თვეების წინ, რომ უცხოური ძალა შეეცდებოდა, წინასაარჩევნოდ, მათ შორის ორი დაპირისპირებული პოლიტიკოსის დაქორწინებას და მაჭანკლობას მიანიჭებდა სალომე ზურაბიშვილს.

გასაგებია, იქ რაღაც პოლიტიკური ჭინთვები აქვს ხაზარაძეს, გახარია ადრე მიხვდა, ხაზარაძე გვიან მიხვდება, მაგრამ ჭინთვების პროცესი გავა. გახარია დღემდე იმყოფება პოლიტიკურ ქორწინებაში "ნაციონალურ მოძრაობასთან", ახლა შესაძლოა ხაზარაძემ დაიწუნოს და უთხრას - ჯერ იქ განქორწინდი და მერე ჩემთან დაქორწინდიო. მაგრამ, რეალურად, ხდება ის, რომ უცხოურ ძალას უნდა, როგორმე, ამ ორმა ერთმანეთის მლანძღავმა პოლიტიკოსმა გადალახოს 5%-იანი ბარიერი," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები