19 სექტემბერი 2024,   16:30
ვრცლად
სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ანტიდემოკრატიულ პროცესებსა და ბატონყმური დამოკიდებულების ნათელ გამოვლინებას - ირაკლი კირცხალია აშშ-ის სანქციებზე

გავაკეთეთ განცხადებები, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის ურთიერთობის გადატვირთვისთვის, მაგრამ, ასეთი დამოკიდებულებები ნამდვილად არ ემსახურება გადატვირთვის პოლიტიკას, - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია აშშ-ის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას. ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ ეს ანტიდემოკრატიული ქმედების გამოვლინებაა.

"როგორ შეიძლება, შენი პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის მოქალაქე, განსაკუთრებით (ხაზი მინდა გავუსვა) ძალოვანი უმაღლესი სტრუქტურის წარმომადგენლები დაასანქცირო სრულიად უაპელაციოდ, ნებისმიერ ახსნა-განმარტების გარეშე, ნებისმიერ ფაქტების გარეშე, ნებისმიერი მოცემულობის გარეშე. ეს არის ანტიდემოკრატიული და ხაზს ვუსვამ, ნათელი გამოვლინება ბატონყმური დამოკიდებულების, რომელსაც, სამწუხაროდ, ვხედავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უმაღლეს დონეზე, ბატონმა პრემიერმაც და არა მხოლოდ, გავაკეთეთ განცხადებები, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, ურთიერთობის გადატვირთვისთვის. მაგრამ, ასეთი დამოკიდებულებები ნამდვილად არ ემსახურება გადატვირთვის პოლიტიკას," - აცხადებს ირაკლი კირცხალია.

 

 

დღის ამბები