19 სექტემბერი 2024,   22:15
ვრცლად
"ქართული ოცნების" საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

საარჩევნო სიის საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. ამჯერად, შეხვედრა დიდ დიღომში, მე-3 მიკრო რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებთან გაიმართა.

შეხვედრას სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი, "ქართული ოცნების" სარჩევნო სიის მეშვიდე ნომერი ლაშა ტალახაძე, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიზო ვასაძე და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ესწრებოდნენ.

მოქალაქეებთან ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

ასევე, ისაუბრეს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და მნიშვნელობაზე.

განიხილეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული საჭიროები და მათი გადაჭრის გზები.

დღის ამბები