08 ოქტომბერი 2024,   21:20
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლატაკიის რეგიონში თვითმკვლელი ტერორისტების საწვრთნელი ბაზა გაანადგურეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიაში ავიაიერიშებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების მტკიცებით, საჰაერო–კოსმოსურმა ძალებმა ლატაკიის რეგიონში თვითმკვლელი ტერორისტების საწვრთნელი ბაზა გაანადგურეს.

სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, ბაზაზე უცხოელი ინსტრუქტორებიც მუშაობდნენ.

მოსამზადებელი ცენტრის გარდა, ავიაციამ დამასკოს გარეუბანში საბრძოლო მასალების ორი საწყობიც დაბომბა.

საერთო ჯამში კი რუსულმა თვითმფრინავებმა გასული 24 საათის განმავლობაში იერიშები მებრძოლების 49 ობიექტზე მიიტანეს.

დღის ამბები