08 ოქტომბერი 2024,   21:22
ვრცლად
ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. არალეგალები თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე გადასვლას ცდილობდნენ.

სამაშველო ოპერაციის დროს 25 ადამიანი გადაარჩინეს.

პარალელურად, მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად უნგრეთმა ხორვატიასთან საზღვარი ჩაკეტა, სლოვენიის საზღვარზე კი დროებითი კონტროლი შემოიღო.

ოფიციალურმა ბუდაპეშტმა ეს გადაწყვეტილება კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერების მორიგი უშედეგო შეხვედრის შემდეგ მიიღო.

დღის ამბები