21 დეკემბერი 2024,   21:44
ვრცლად
მოგვიწევს, უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობებს გადავხედოთ - ემანუელ მაკრონი

ჩვენ მოგვიწევს ევროპის ორგანიზაციის ახალი ფორმის მოფიქრება და უკრაინის ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის გადახედვა - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს.

ამის შესახებ ფრანგული მედია წერს. 

ემანუელ მაკრონმა "ახალი საერთაშორისო წესრიგი

"ჩვენ მოგვიწევს ევროპის ორგანიზაციის ახალი ფორმის მოფიქრება და უკრაინის ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის გადახედვა. უნდა ვიყოთ საკმარისად მოაზროვნეები, ვიფიქროთ ხვალინდელ მშვიდობაზე, მშვიდობაზე ევროპაში ახალი ფორმით. ეს, დღევანდელი დღის ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან ჩვენი დღევანდელი წესრიგი არასრული და უსამართლოა,"- განაცხადა ემანუელ მაკრონმა

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საკითხს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დააყენებს.

"ჩვენ გვჭირდება წესრიგი, სადაც გარკვეული ქვეყნები ვერ შეძლებენ სხვების დაბლოკვას და სადაც ქვეყნები ღირსეულად იქნებიან წარმოდგენილი და, შესაბამისად, ეს უნდა გაკეთდეს ბევრად უფრო სამართლიან ორგანოებში, როგორიცაა გაერო, მსოფლიო ბანკი ან საერთაშორისო სავალუტო ფონდი,"- განაცხადა მაკრონმა.

 

დღის ამბები