25 სექტემბერი 2024,   10:22
ვრცლად
პრემიერი ისაუბრებს მშვიდობის როლზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ასრულებს რეგიონში და იმ დამსახურებაზე, რომელიც ამ კუთხით საქართველოს გააჩნია - დავით მათიკაშვილი

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერის სიტყვით გამოსვლას ელოდებიან თბილისში. მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ირაკლი კობახიძე გაეროს ტრიბუნას საქართველოს ინტერესებისთვის მაქსიმალურად გამოიყენებს.

მათივე განმარტებით, მიმართვა საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული იქნება და მთავარი აქცენტი მშვიდობასა და მის მნიშვნელობაზე გაკეთდება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის თქმით, პრემიერი საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მშვიდობის როლზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ასრულებს რეგიონში და იმ დამსახურებაზე, რომელიც ამ კუთხით საქართველოს გააჩნია, ასევე იმ პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრებს, რომელიც ვითარდება მსოფლიოში," - აცხადებს დავით მათიკაშვილი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე იმედოვნებს, რომ მშვიდობის პოლიტიკის მიმართულებით განცხადებები გაკეთდება სესიაზე. 

"ეს არის ასამბლეის 79-ე სესია და ველოდები, რომ ნდობის მიმართულებით და მშვიდობის პოლიტიკის მიმართულებით გაკეთდება არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება,"- აცხადებს ჩაკვეტაძე.

დღის ამბები