25 სექტემბერი 2024,   12:28
ვრცლად
დონალდ ტრამპი: უკრაინაში მიმდინარე ომში ბაიდენმა და ჰარისმა ჩაგვითრიეს და ახლა უკან ვეღარ გამოვყავართ

რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ უნდა იყოს ჩართული უკრაინაში მიმდინარე ომში.

მისი თქმით, ამ ომში ქვეყანა ბაიდენმა და ჰარისმა ჩაითრია და ახლა მისი უკან გამოყვანა აღარ შეუძლიათ. ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯორჯიის შტატში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, ინფორმაციას ამის შესახებ როიტერი ავრცელებს.

"ბაიდენმა და ჰარისმა ჩაგვითრიეს ამ ომში და ახლა უკან ვეღარ გამოვყავართ, არც აქვთ გეგმაში, რომ უკან გამოგვიყვანონ"" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, მართალია, აშშ პირდაპირ არ იღებს მონაწილეობას ომში, მაგრამ უკრაინას მილიარდობით საბრძოლო და ჰუმანიტარული მასალით ამარაგებს.

დღის ამბები