25 სექტემბერი 2024,   10:27
ვრცლად
ნებისმიერი ჩარევა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს - არჩილ გორდულაძე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ნებისმიერი ტიპის გარე ჩარევა ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს. გორგილაძემ ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგთან დაკავშირებით გააკეთა.

"ნებისმიერი ჩარევა ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ეს არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს. შიდა საქმეებში ჩარევა აკრძალულია, მათ შორის, გაეროს დოკუმენტებით. ჩვენი ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ იკადრებს, რომ რომელიმე სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული პირები თავს უფლებას აძლევენ განცხადებები გააკეთონ მმართველი გუნდის წინააღმდეგ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ შალვა პაპუაშვილმა დასავლეთის კრიტიკული განცხადებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, საარჩევნო პროცესში ჩარევად შეაფასა.

დღის ამბები