25 სექტემბერი 2024,   10:22
ვრცლად
"მათი, როგორც მტრის ხატის გამოყენებით ცდილობს თავის ამომრჩევლის მობილიზებას" - ჰერმან საბო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე​

"ქართული ოცნება" პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება. მათი შეფასებით, ნებისმიერი ტიპის გარე ჩარევა ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს.

პარტია "გირჩის" წევრი, ჰერმან საბო კი მსგავს გამოსვლებს სპეკულაციად მიიჩნევს და ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" დასავლელი პარტნიორები ქართულ პოლიტიკაში თავადვე ჩარია, მას შემდეგ, რაც მათ გლობალური ომის პარტია უწოდა.

"უცნაურად გამოიყურება შალვა პაპუაშვილის მიერ დასავლელი მეგობრების დამუნათება, ნუ ერევით ქართულ პოლიტიკაშიო მაშინ, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" თვითონ ჩარია ეს ხალხი ქართულ პოლიტიკაში იმით, რომ მათ გლობალური ომის პარტია, საქართველოში ომის გამჩაღებლები ეძახა. მათი, როგორც მტრის ხატის გამოყენებით ცდილობს თავის ამომრჩევლის მობილიზებას", - განაცხადა ჰერმან საბომ.

შეგახსენებთ, გუშინ შალვა პაპუაშვილმა დასავლეთის კრიტიკული განცხადებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საარჩევნო პროცესში ჩარევად შეაფასა.

დღის ამბები