25 სექტემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მსოფლიოს გავაგონოთ ჩვენი ხმა - ილია დარჩიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაეროს გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილეებს მიმართავს. პრემიერის გამოსვლა, თბილისის დროით, ხვალ გამთენიისას იგეგმება.

ოკუპაცია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები - ირაკლი კობახიძე თავის გამოსვლაში აქცენტს რამდენიმე მიმართულებაზე გააკეთებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიშვილის განცხადებით, ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მსოფლიოს საქართველოს სათქმელი უთხრან.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს გაეროს ასამბლეას. მას ექნება სიტყვა, სადაც მთავარი აქცენტები იქნება დასმული იმასთან დაკავშირებით, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი რეგიონი და ის გამოწვევები, რომელშიც დღეს მთელს მსოფლიოს უწევს ცხოვრება. ვფიქრობ, ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მსოფლიოს გავაგონოთ ჩვენი ხმა, ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები