08 ოქტომბერი 2024,   21:21
ვრცლად
დაღესტანში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშალა

დაღესტანში სამართალდამცველები ოპოზიციის მომხრეებს ხელკეტებით გაუსწორდნენ. არეულობა ქალაქ ბუინ-აკსკში მოხდა.

ასობით ადგილობრივი ქალაქის საკრებულოსთან დეპუტატებთან შესახვედრად შეიკრიბა. ისინი რუსეთის ვეტერანთა პარტიის მხარდამჭერები იყვნენ, რომელმაც საკრებულოს არჩევნებში მმართველი პარტია ედინაია რასია დაამარცხა.

მოსახლეობის მშვიდობიანი შეკრება ძალოვანებმა არასანქცირებულ მიტინგად შეაფასეს და ხალხი ხელკეტებით დაშალეს. არიან დაშავებულები.

სამართალდამცველებმა არეულობის ორგანიზების ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს.

დღის ამბები