25 სექტემბერი 2024,   15:23
ვრცლად
რუსთავში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მშენებლობა დასრულებულია

რუსთავში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მშენებლობა დასრულებულია, ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

შენობა სამ სართულიანია და 600 კვადრატულ მეტრზეა აშენებული. ცენტრის ახალი კონცეფცია, საკლუბო სისტემაზე იქნება აგებული. სასახლე, მოსწავლეებს შემოდგომიდან მიიღებს.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს ავთენტური სახე სრულად აქვს შენარჩუნებული.

"რუსთავის მოსწავლე-ახალგაზრდობის ისტორიული შენობა, უკვე ახალი თანამედროვე და უსაფრთხო დაუბრუნდა ქალაქს, ავთენტური სახე კი სრულად აქვს შენარჩუნებული. ვმუშაობთ იმაზე, რომ ახალგაზრდულ ცენტრში, რომელიც მალე გაიხსნება იყოს სხვადასხვა სერვისები ხელმისაწვდომი, რომელიც ახალგაზრდების განვითარებისთვის იქნება განკუთვნილი,"- აცხადებს ლაცაბიძე.

დღის ამბები