17 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
ინფორმაცია დავით ზალკანიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო სამინისტრო ავრცელებს.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს", - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა იფორმაცია, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს ელჩს, დავით ზალკალიანს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ელჩსა და პრემიერს შორის კონფლიქტი კი, იმავე ინფორმაციით, ბაიდენის მიწვევის გაუქმებას მოჰყვა. 

დღის ამბები