16 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის "ქართულმა ოცნებამ" სია ბათუმშიც წარადგინა - პირველი ნომერი თორნიკე რიჟვაძეა

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, "ქართულმა ოცნებამ" სია ბათუმშიც წარადგინა. სიის პირველი ნომერი თორნიკე რიჟვაძეა, მეორე კი დავით გაბაიძე, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარეა.

სიაში უმაღლესი საბჭოს 7 მოქმედი დეპუტატია, დანარჩენები ახალი სახეები არიან.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ისინი, წლებია, მმართველი გუნდის წევრები არიან და მათ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება. თორნიკე თავმჯდომარემ, დღესვე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატებიც დაასახელა.

დღის ამბები