დღეს, "ქართული ოცნების" წევრმა, გივი მიქანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის კავშირზე ისაუბრა. ერთ-ერთ მთავარ მაგალითად გივი მიქანაძემ ლელა ჯეჯელავას და ივა ჭყონიას საარჩევნო სიებში ყოფნა დაასახელა.
ლელა ჯეჯელავა არის "აირჩიე ევროპას" დამფუძნებელი. ეს ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ბიურომ პოლიტიკურ სუბიექტად მიიჩნია, რასაც კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. გუშინ გაირკვა, რომ ლელა ჯეჯელავა "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ სიაშია. რაც შეეხება ივა ჭყონიას, ის არჩევნებში მონაწილეობას "კოალიცია ცვლილებებისთვის" სახელით მიიღებს.
"როდესაც ისმის აბსოლუტურად უსაფუძვლო, არასამართლიანი განცხადებები, რომ თითქოსდა ანტიკორუფციულმა ბიურომ რატომ ცნო კონკრეტული ორგანიზაციები პოლიტიკური ინტერესების და მიზნების მატარებლად და როდესაც შემდგომ, გუშინ, სიებში აღმოვაჩინეთ, რომ ჭყონია არის "ახალის" სიაში და ჯეჯელავა არის "ნაციონალური მოძრაობის" ოცეულში, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რა თქმა უნდა, ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ კავშირში არიან კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან და სამართლებრივად აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო," - აცხადებს გივი მიქანაძე.