28 სექტემბერი 2024,   13:29
ვრცლად
"ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნოდ შეხვედრები გამართა

"ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

"ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, წინასაარჩევნოდ შეხვედრები გამართა ხულოს მუნიციპალიტეტში.

თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე, ,,ქართული ოცნების” ღირებულებებზე, მშვიდობის უალტერნატივობაზე, არსებულ მიღწევებსა და დასახულ გეგმებზე ისაუბრა.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე ხულოში განხორციელებული პროექტები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრას "ქართული ოცნების" დელეგატები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, მერიისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

დღის ამბები